ჟურნალ „დერგი კარადენიზის“ მესამე საერთაშორისო სიმპოზიუმი სოციალურ მეცნიერებებში

19 - 21 November 2019, Azerbaycan Milli İlimler Akademisi/BAKU

    ჟურნალ „დერგი კარადენიზის“ მესამე საერთაშორისო სიმპოზიუმი სოციალურ მეცნიერებებში

    პატივცემულო კოლეგებო,


                გიწვევთ სოციალურ მეცნიერებათა მესამე საერთაშორისო სიმპოზიუმზე, რომელიც გაიმართება 2019 წლის 19-21 ნოემბერს ქალაქ ბაქოში. საერთაშორისო რეფერირებადი იმპაკტ ფაკტორის მქონე სოციალურ მეცნიერებათა ჟურნალის - „KARADENIZ/შავი ზღვა“ ეგიდით. პირველი სიმპოზიუმი ჩატარდა ქალაქ თბილისში, ხოლო მეორე - თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ გირესუნში. ორივე სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღეს მეცნიერებმა შვიდი ქვეყნიდან. სიმპოზიუმის შრომები გამოქვეყნდა როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული სახით.
                სიმპოზიუმის მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა ქვეყნებიდან წარმოდგენილ მეცნიერებს ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი აკადემიური ხედვები, მიდგომები და ამგვარად, ხელი შეუწყონ სამეცნიერო პოტენციალის განვითარებას. დადებითი რეცენზიის მიღების შემდეგ, მოხსენებების სრული ტექსტები გამოქვეყნდება სიმპოზიუმის შრომებში ბეჭდური და ელექტრონული სახით. სრული მოხსენების სიტყვათა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 2000. (აბსტრაქტისა და საკვანძო სიტყვების გარდა.. აბსტრაქტის სიტყვების რაოდენობა უნდა იყოს არაუმეტეს 200-250, ხოლო საკვანძო სიტყვების რაოდენობა არაუმეტეს 4-6 სიტყვისა). შრომების კრებულს ექნება ISBN. ჟურნალი KARADENIZ უკვე ათი წლისაა და გამოვიდა 42 ნომერი. ჩვენი ჟურნალი გაერთიანებულია International Scientific Index (ISI), Index Copernicus (IC), Central and Eastern European Online Library (CEEOL), Ulrich’s Web (UPD), Modern Language Association of America (MLA), Proquest ve ASOS Index საერთაშორისო რეფერირებადი სისტემებში. მოხსენებები შეიძლება წარმოდგენილ იქნას შემდეგ მიმართულებებში: ანთროპოლოგია, არქეოლოგია, დასავლური ენები და ლიტერატურა, ჰუმანიტარული მეცნიერებები, გეოგრაფია, ეთნოგრაფია, ხელოვნების ისტორია, პლასტიკური ხელოვნება, თანამედროვე თურქული დიალექტები და ლიტერატურები, ენათმეცნიერება, განათლების მეცნიერებები, ეკონომიკა, ფილოსოფია, ფინანსები, ჟურნალისტიკა, საზოგადოებასთან ურთიერთობები, სამართალი, ბიზნესი, დაწყებითი განათლება, უმაღლესი განათლება, გენდერული კვლევები, მენეჯმენტი, შედარებითი ლიტერატურა, ბიბლიოთეკათმცოდნეობა, ფინანსები, მუზეოლოგია, მუსიკა, საბაზო განათლების სოციოლოგია, საბაზო განათლების სისტემაში  საბუნებისმეტყველო საგნების და მათემატიკის სწავლების მეთოდიკა, ფსიქოლოგია, კინომცოდნეობა, პოლიტიკური მეცნიერებები, სოციალური მომსახურება, სოციოლოგია, სპორტი და სპორტული განათლება, ისტორია, ტურიზმი, ენა და ლიტერატურა, ხალხური ზეპირსიტყვიერება, თურქული ენის სწავლების მეთოდიკა, საერთაშორისო ურთიერთობები და სოციალური მეცნიერებების სხვა დარგები.
    სიმპოზიუმში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მეცნიერს, რომლის კვლევის სფეროსაც წარმოადგენს სოციალური მეცნიერებები. სიმპოზიუმის სამუშაო ენებია: თურქული, ინგლისური და რუსული.

    საორგანიზაციო კომიტეტის სახელით

    პროფესორი ერდოღან ალთინქაინაქი


    © 2019 Dergi KARADENİZ. All Rights Reserved. Designed By JoomShaper